შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია კურსის შესახებ და ქალი მძღოლების ისტორიები.
კურსი განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. კურსის დასრულების შემდეგ, კანდიდატები ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში. სწავლება დაიწყება 2024 წლის 20 მაისს და გაგრძელდება 15 დღის განმავლობაში. ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან კურსზე მიღება უკვე დაიწყო. რეგისტრაცია შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ: • 24+ წლის ქალებს; • გააჩნიათ „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა; • აქვთ მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება. მონაწილეობისთვის, 15 მაისამდე გაიარეთ რეგისტრაცია და წარადგინეთ პირადობის და „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასლები: • QR კოდით და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმით: https://eu.jotform.com/form/241092463302346 • ელ-ფოსტით: Qalebiskursi@gmail.com; • ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტოში წარდგენით. კურსი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით.