უდიდესი საფეხბურთო პლატფორმის, Transfermarkt-ის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა საფრანგეთის ნაკრებს ეყოლება.
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრებიდან მხოლოდ ოთხის - საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთის და პორტუგალიის - ნაკრები გუნდების 26-ვე ფეხბურთელის ჯამური საბაზრო ღირებულება სჭარბობს მილიარდ ევროს, 14 ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური საბაზრო ღირებულება კი 100 მილიონ ევროზე ქვემოთაა.
ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები (25,8 წელი) კოტ-დ'ივუარს ეყოლება, ყველაზე ასაკოვანი (30,4 წელი) კი ირანს და პანამას.







