გალიპოლიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა შორის ქართველი მოჭადრაკეები შესანიშნავ ფორმაში არიან და ლიდერობას განაგრძობენ, - ამის შესახებ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„7 ტურის შემდეგ ჩვენი სპორტსმენები ყველა კატეგორიაში საპრიზო სამეულში იმყოფებიან
მიმდინარე შედეგები:
+50 ქალთა კატეგორია:
🥉 სოფიო ტერელაძე — 5 ქულა,
+65 ქალთა კატეგორია:
🥈 ნონა გაფრინდაშვილი — 5 ქულა,
+50 ვაჟთა კატეგორია:
🥈 მიხეილ კეკელიძე — 5.5 ქულა,
+65 ვაჟთა კატეგორია:
🥉 ზურაბ სტურუა — 5.5 ქულა.
ჩვენი სენიორი მოჭადრაკეები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ! წარმატებები მათ დარჩენილ ტურებში!", - წერს ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.








