ბათუმში მიმდინარე საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში 10 წლის ფოთელმა მოჭადრაკემ, გიორგი წულაიამ 12 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა.

ჩემპიონატი  შვეიცარიული სისტემით  9 ტურად მიმდინარეობდა და I-II ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა  მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. 

ჩემპიონატი 6 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდება.