საბერძნეთის კუნძულ როდოსზე დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის.
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ქალებმა საპრიზო სამეულში მოხვედრა ვერ შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ათი ქართველი მოჭადრაკიდან საუკეთესო შედეგი აჩვენეს მეექვსე ნომრად განთესილმა ლელა ჯავახიშვილმა და პირველ ნომრად განთესილმა ნინო ბაციაშვილმა. მათ თერთმეტი შესაძლებლობიდან 7,7-7,5 ქულა დააგროვეს და მეექვსე-მეშვიდე ადგილები დაიკავეს.
7,0-7,0 ქულა დააგროვეს და მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე ადგილები მეცხრე ნომრად განთესილმა ბელა ხოტენაშვილმა და მესამე ნომრად განთესილმა მერი არაბიძემ.
წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს 70-ე ნომრად განთესილი ანასტასია კირთაძის გამოსვლა. მან ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულის მოპოვების მიუხედავად 6,5 ქულით 24-ე ადგილი დაიკავა, რეიტინგს კი 153,6 ქულა შემატა.
ასევე წარმატებით იასპარეზა ნია დოღვანმა, მან 6,0 დაგროვა და 56-ე ადგილი დაიკავა. ნია დოღვანმა სარეიტინგო ყულაბას 56 ქულა შესძინა.
1. თეოდორა ინიაკი (სერბეთი) - 9,5
2. ირინა ბულმაგა (რუმინეთი) - 8,0
3. მაი ნარვა(ესტონეთი) 8,0
4. ალექსანდრა მალცევსკაია (პოლონეთი) 8,0
5. სტავრულა ცოლაკიდუ - 7,5
6, ლელა ჯავახიშვილი - 7,5
7. ნინო ბაციაშვილი - 7,5
16. ბელა ხოტენაშვილი - 7,0
17. მერი არაბიძე - 7,0
26. ანასტასია კირთაძე - 6,5
56. ნია დოღვანი - 6,0
57. ინგა ხურცილავა - 6,0
75. ლილე ქორიძე - 5,5
79. კესარია მგელაძე - 5,0
104. მარიამ ცეცხლაძე - 4,5
ევროპის ჩემპიონატში სულ 136 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.