წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გია კვასტიანთან ერთად, სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ძეგლის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მერმა გენადი ბალანჩივაძემ იდეის ავტორს, სკოლის კურსდამთავრებულს, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორს, თემურ ჩეჩელაშვილს და ქანდაკების ავტორს გიორგი კიკვაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძეგლის დადგმა მასწავლებლის ღვაწლისადმი პატივისცემის გამოხატულებაა. პედაგოგიურ საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებს და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა სვანაძემ და სკოლის პედაგოგებმა. ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი წარმოადგინეს.