გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე სანიაღვრე კოლექტორს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციითვე, პროექტი ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის გასწვრივ ხორციელდება.

„მუხიანის აგარაკებისთვის აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული კოლექტორი ხსენებული ქუჩებიდან წამოსული უხვი ნალექის მიღებასა და გატარებას შეძლებს.

სამუშაოები, დაახლოებით, 2 400 გრძივ მეტრზე ჩატარდება.

მუხიანის აგარაკებზე - 2025 წელს გლდანის რაიონის გამგეობამ 8 ქუჩაზე დაასრულა კაპიტალური საგზაო სამუშაო. ჯამში 32 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.