ნიუ-იორკში ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრებო დღე დასრულდა. 

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ, რომელსაც 8 ტურის შემდეგ 7 ქულა ჰქონდა და მეორე ადგილზე იყო, ბოლო ორი შეხვედრაში მარცხი განიცადა და საბოლოოდ მე-14 ადგილზე გავიდა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას რვა საუკეთესო მოჭადრაკე მოლიმპიური სისტემით გააგრძელებს, სხვებისთვის კი ტურნირი დასრულდა.

1. რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი) - 9,5 ქულა
2. ტინჯი ლეი (ჩინეთი) - 8,5 ქულა
3. კატარინა ლაგნო (ფიდე, რუსეთი) - 8,0 ქულა
4. ვალენტინა გუნინა (ფიდე, რუსეთი) - 8,0 ქულა
5. ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი) - 8,0 ქულა
6. კარისა იიპი (აშშ) - 8,0 ქულა
7. ბიბისარა ასაუბაევა (ყაზახეთი) - 8,0 ქულა
8. ჟუ ჯინერი (ჩინეთი) 8,0 ქულა

14. ნანა ძაგნიძე - 7,0 ქულა
34. ლელა ჯავახიშვილი - 6,5 ქულა
39. ინგა ჭარხალაშვილი - 6,0 ქულა
42. ნინო ბაციაშვილი - 6,0 ქულა
49. სალომე მელია  - 5,5 ქულა
59. ბელა ხოტენაშვილი  - 5,5 ქულა

ღია მსოფლიო ჩემპიონატზე 13 შესაძლებლობიდან 9,5-9,5 ქულით პირველ რვა ადგილზე გავიდნენ:

1. იან ნეპომნიაშჩი (ფიდე, რუსეთი)
2. ფაბიანო კარუანა (აშშ)
3. მაგნუს კარლსენი (აშშ), რომელმაც სწრაფ ჭადრაკში შეჯიბრებიდან მოხსნის შემდეგ განაცხადა, რომ ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებდა, მაგრამ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც ფიდეს პრეზიდენტმა დასაშვებად მიიჩნია დრესკოდის მცირედით დარღვევა და განაცხადა, რომ ჯინსის შარვალი არ უნდა გახდეს დაბრკოლება ტურნირში მონაწილეობისთვის თუ მონაწილეს ჯინსზე პიჯაკი ეცმება.
4. უესლი სო (აშშ) 
5. ალირეზა ფირუჯა (საფრანგეთი)
6. ჰანს მოკე ნიმანი (აშშ) 
7. იან-კშიშტოფ დუდა (აშშ)
8. ვოლოდარ მურზინი (ფიდე, რუსეთი)

98. მერაბ გაგუნაშვილი - 6,5 ქულა
140. ნიკოლოზ კაჭარავა - 5,5 ქულა
143. გიორგი მარგველაშვილი - 5,5 ქულა

ელვისებურ ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში 108, ღია პირველობაზე კი 188 მოჭადრაკე მონაწილეობდა