მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის მატჩები დასრულდა.
E ჯგუფში საქართველოს ნაკრები აუტსაიდერს ბულგარეთის ნაკრებს სტუმრობდა.
მასპინძლებმა, რომლებსაც ხუთ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ჰქონდათ გატტანილი და არცერთი ქულა არ ჰქონდა,ამჯერად ორი გოლი გაიტანეს და ჯგუფურ ტურნირზე პირველი და ერთადერთი გამარჯვება მოიპოვეს.
ბულგარეთი - საქართველო 2:1(2:0)
გოლები: 10' გეორგი რუსევი 1:0, 24' ფილიპ კრასტევი 2:0, 88' ლუკა ლოჩოშვილი 2:1
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი მამარდაშვილი flashscore შეფასება 5.9 - გიორგი გოჩოლეიშვილი - 6.6 ლუკა ლოჩოშვილი 7.3 გურამ კაშია 6.2 ოთარ კიტეიშვილი 6.2 (86' გიორგი აბუაშვილი) - გიორგი წიტაიშვილი 7,0 ანზორ მექვაბიშვილი 6,1 (31'გიორგი ქვილითაია 6.8) გიორგი ქოჩორაშვილი 6.5 - ზურიკო დავითაშვილი 6,9 (76' გიორგი გულიაშვილი 6.2) ბუდუ ზივზივაძე 6.2 ხვიჩა კვარაცხელია 6.9
ესპანეთის და თურქეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ესპანეთი - თურქეთი 2:2(1:1)
გოლები: 4' დანი ოლმო 1:0, 42' დენიზ გული 1:1, 54' სალიჰ ოზჩანი 1:2, 64' მიკელ ოიარზაბალი 2:2
მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეოები უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება.




