მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის მატჩები დასრულდა.
H ჯგუფში ბოსნია და ჰერცეგოვინა ავსტრიელებთან გასვლით შეხვედრაში მე-12 დაწინაურდა და მისთვის სასურველ ამ შედეგს 77ე წუთამდე ინარჩუნებდა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები მთელი ძალები გადავიდნენ შეტევაზე, მაგრამ ავსტრიელებმა ანგარიში შეინარჩუნეს და მსოფლიო ჩემპიონატი საგზური 1998 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.
ავსტრია - ბოსნია და ჰერცეგოვინა 1:1(0:1)
გოლები: 12' ჰარის ტაბაკოვიჩი 0:1, 77' მიხაელ გრეგორიჩი 1:1
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში რუმინეთმა სან-მარინოს 7:1 მოუგო
რუმინეთი - სან-მარინო 7:1(3:1)
გოლები: 2' ნიკოლას ჯაკოპეტი 0:1, 13; დანტე როსი, საკუთარ კარში 1:1, 29' სტეფან ბაირამი 2:1, 42' დენის მანი 3:1, 53' ჯაკომო ვალენტინი, საკუთარ კარში 4:1, 76' იანის ჰაჯი 5:1, 82' ანდრეი რატიუ 6:1, 86' ლუის მუნტეანუ, თერთმეტმეტრიანიდან 7:1
17-18 ნომბერს ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფებში გამართული ბოლო ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
გერმანია- სლოვაკეთი 6:0(4:0)
გოლები: 18' ნიკ ვოლტემადე 1:0, 29' სერჟ გნაბრი 2:0, 36' და 41' ლეროი სანე 3:0 და 4:0, 67' რიდლ ბასკუ 5:0, 78' ასან უედრაოგო 6:0
ჩრდილოეთ ირლანდია - ლუქსემბურგი 1:0(1:0)
გოლი: 44' ჯეიმი დონლი, თერთმეტმეტრიანიდან
კოსოვო - შვეიცარია 1:1(0:0)
გოლები: 47' რუბენ ვარგასი 0:1, 74' ფლორენ მუსლია 1:1
შვედეთი - სლოვენია 1:1(0:0)
გოლები: 64' ტიმი ელსინკი 0:1, 87' გუსტავ ლუნდგრენი 1:1

ნიდერლანდები - ლიეტუვა 4:0(1:0)
გოლები: 16' ტიჯანი რაინდერსი 1:0, 58' კოდი გაკპო 2:0, 60' ხავი სიმონსი 3:0, 62' დონიელ მალენი 4:0
მალტა - პოლონეთი 2:3(1:1)
გოლები: 32; რობერტ ლევანდოვსკი 0:1, 36' ირვინ კარდონა 1:1, 59' პაველ ვშოლეკი 1:2, 68' ტედი ტეუმა, თერთმეტმეტრიანიდან 2:2, 85' პიოტრ ზელინსკი 2:3
მონტენეგრო - ხორვატია 2:3(2:1)
გოლები: 3' მილუტინ ოსმაჟიჩი 1:0, 17' ნიკოლა კრსტოვიჩი 2;0, 37' ივან პერისიჩი, თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 72' კრისტიან ჟაკიჩი 2:2, 87' ნიკოლა ვლასიჩი 2:3
ჩეხეთი - გიბრალტარი 6:0(5:0)
გოლები: 5' დავიდ დუდერა 1:0, 18' ტომაშ ჩორი 2:0, 32' ვლადიმირ ცოუფალი 3:0, 39' ადამ კარაბეცი 4:0, 44' ტომაშ სოუჩეკი 5:0, 51; ჰრანაცი 6:0
ბელგია - ლიხტენშტაინი 7:0(3:0)
გოლები: 3' ჰანს ვანაკენი 1:0, 34' და 41' ჯერემი დოკუ 2:0 და 3:0, 52' ბრენდონ მეხელე 4:0, 55' ალექსის საელემეკერსი 5:0, 57' და 59' შარლ დე კეტელარე 6:0 და 7:0
უელსი - ჩრდილოეთ მაკედონია 7:1(3:1)
გოლები: 18' ჰარი უილსონი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 21' დევიდ ბრუკსი 2:0, ბოიან მიოვსკი 2:1, 37' ბრენან ჯონსონი 3:1, 57' დენიელ ჯეიმსი 4:1, 75' ჰარი უილსონი 5;1, 81' ჰარი უილსონი, თერთმეტმეტრიანიდან 6:1, 88' ნათან ბროდჰედი 7:1
ამრიგად, ინგლისის, საფრანგეთის, პორტუგალიის ნორვეგიის და ხორვატიის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შოტლანდიის, ბელგიის და შვეიცარიის ნაკრებმა გუნდებმა.
სლოვაკეთი, კოსოვო, დანია, უკრაინა, თურქეთი, ირლანდია, პოლონეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იტალია, უელსი, ალბანეთი, ჩეხეთი და ერთა ლიგიდან 4 გუნდი (რუმინეთი, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია) ევროპისთვის განკუთვნილ კიდევ ოთხ საგზურს პლეიოფში გაითამაშებენ.
მასალას ბოლოს 05:37 საათზე განახლდა.




