ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს.
მსოფლიო თასზე ასპარეზობის განაცხადში მყოფი 107 მოჭადრაკიდან პირველ წრეში მონაწილეობისგან საუკეთესო რეიტინგის მქონე 21 მოჭადრაკე იყო თავისუფალი, მეორე წრეში კი მათ ის 43 მონაწილე შეუერთდა, რომლებმაც პირველ წრეში მეტოქეებს სძლიეს.
ქართველი მოჭადრაკეები, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი პირველ წრეში თავისუფლები იყვნენ, ბელა ხოტენაშვილმა, ანასტაია კირთაძემ და კესარია მგელაძემ კი მეტოქეებს სძლიეს და მეორე წრეში გადავიდნენ.
მეორე წრეში ოთხმა ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვება მოიპოვა, სამი კი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
დარია ჩაროჩკინა (ფიდე, რუსეთი) - ნანა ძაგნიძე 0:1
ნანა ძაგნიძე - დარია ჩაროჩკინა 1:0
მარსელ ეფროიმსკი (ისრაელი) - მერი არაბიძე 0,5:0,5
მერი არაბიძე - მარსელ ეფროიმსკი 1:0
ლელა ჯავახიშვილი - ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი) 1:0
ულვია ფატალიევა - ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5
ნურგიულ სალიმოვა (ბულგარეთი) - ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5
ბელა ხოტენაშვილი - ნურგიულ სალიმოვა 1:0
ელნაზ კალიახმეტი (ყაზახეთი) - ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5
ნინო ბაციაშვილი - ელნაზ კალიახმეტი 0:1
დივია დეშმუხი (ინდოეთი) - კესარია მგელაძე 1:0
კესარია მგელაძე - დივია დეშმუხი 0,5:0,5
ტან ჟონგი (ჩინეთი) - ანასტასია კირთაძე 1:0
ანასტასია კირთაძე - ტან ჟონგი 0:1