სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
პენიტენციური სამსახური გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს! - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.








