თბილისის მერი, კახა კალაძე მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, თენგიზ არჩვაძე გამოაკლდა ჩვენს რიგებს.

მის სახელს 100-ზე მეტი როლი უკავშირდება. იგი არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია.

თავად თვლიდა, რომ მსახიობისთვის მთავარი თეატრია, თუმცა მაყურებელმა მისი კინოგმირები მთელი გულით შეიყვარა.

თენგიზ არჩვაძემ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში, ისე მაყურებლის გულში.

ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახის, ქართული კინოსა და თეატრალური საზოგადოების, მთელი საქართველოს დიდ გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.