"ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როცა ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდა ნიკა მელიას, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის დახმარებით მელია გამოაგდეს პარტიის თავმჯდომარეობიდან. – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ეს არის მათი პირადი დაპირისპირება, დღეს მელია გაბოროტებულია, ებრძვის ხაბეიშვილს, მერაბიშვილს და აქვთ დაპირისპირება, რაც უკვე საჯაროა და ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა. საერთოდ არ მაინტერესებს, რა ურთიერთობები ექნებათ ხაბეიშვილსა და მელიას, რა მდგომარეობა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. დღეს სხვა გამოწვევებია, სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომელიც აწუხებს ხელისუფლებას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, როგორ გამოვასწოროთ, როგორ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს, მეტი კარგი პროექტი გავაკეთოთ და ა.შ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მელია, ისიც ითქვა, ყველა ინფორმაცია გამოდის, რომ გაგდებას უპირებდნენ, შემდეგ მელია გამოვიდა, განცხადება გააკეთა, რომ ის გასვლას აპირებდა. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდეთ, ეს არ არის ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის საინტერესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.