ფონიჭალაში ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ.
ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ადგილზე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. პროცესში მაშველებთან ერთად ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო სამის სამძებრო-სამაშველო ღონისძებები მიმდინარეობს.








