ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

გრძელდება ერთი პირის ძებნის სამუშაოები. პროცესში მაშველებთან ერთად ჩართულია მძიმე ტექნიკაც.

მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა.   უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი.