ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე 10 საათია მიმდინარეობს. მაშველები კორპუსის ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

მანამდე მათ ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, საიდანაც ორი ქალია, ერთი კი ბავშვი იყო.