ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ქალის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაცია მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაუდასტურა.

ამ დროისთვის ნანგრძევებიდან ამოსვენებულია სამი ცხედარი - ორი ქალის და ერთი ბავშვის.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანი რჩება.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა.  

როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.