58 წლის ასაკ­ში პო­ე­ტი, მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ალექ­სან­დრე (საშა) გვე­ლე­სი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

საშა გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“, „სულ ცოტა...“, „ლექსები“, „ასათიანის 22“ და „მე-დიდი დათვი“.

სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და მსა­ხი­ო­ბად, მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გად, ზეს­ტა­ფო­ნის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ახალ­გაზ­რდუ­ლი და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რე­ბის რე­ჟის­ო­რად.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია წერს:

"საშა გველესიანი მოვლენა იყო ქართულ პოეზიაში.

ეს "იყო", სამწუხაროდ, დღეიდან კანონიერია.

დრო გავა და საქართველო მას გაცილებით მეტად დააფასებს, ვიდრე ახლა.

ქართული სიტყვა, მეტყველების მელოდია, რიტმი და განწყობა მის ლექსებში პირვანდელი ბუნებრიობით გრძნობენ თავს.

ძნელია თქვა: "ის აღარ არის".

უფრო ადვილი და სამართლიანიც ასე თქმაა:

"ის წავიდა, რათა დარჩეს".