ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალი და მცირეწლოვანი მაშველებმა დაღუპული ნანგრევებში იპოვეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ამ დროისთვის ოთხი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.










