თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ადგილას საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).

„სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო უსაფრთხოებას დაარეგულირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი ატარებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.