ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.

 მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.

მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.