საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ IV კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

2023 წლის IV კვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობას უკან დაბრუნებულთა ოდენობა 20 601-ით სჭარბობს.

2023 წლის ცხრა თვეში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 37 636-ით სჭარბობდა.

სულ, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს საზღვრის გადამკვეთ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოს საზღვრის გადმომკვეთ მოქალაქეთა რაოდენობას 17 035-ით სჭარბობს.

2022 წელს საქართველოს მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლების ოდენობა ქვეყანაში შემოსვლების ოდენობას 44 985-ით აღემატებოდა. მაშასადამე, 2023 წელს საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირებულია 27 950-ით ანუ 62,1%-ით