საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ I კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 623 285-მა საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი I კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 602 446
2023 წლის I კვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 20 839-ით სჭარბობს.
შედარებისთვის, 2022 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 312 481-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი I კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 290 656 (გასულ და შემოსულ მოქალაქეთა წლევანდელთან შედარებით მკვეთრად მცირე რაოდენობა იმ დროს ჯერ კიდევ არსებული კოვიდშეზღუდვებითაა განპირობებული)
2022 წლის I კვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობაზე 21 825-ით მეტი იყო