საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ III კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 879 946-მა საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი III კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 877 138.

2023 წლის III კვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 2 808-ით (1819 ქალი და 989 კაცი) სჭარბობს.


სულ, 2023 წლის ცხრა თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 2 249 963-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, შეადგინა 2 212 327.

2023 წლის ცხრა თვეში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 37 636-ით სჭარბობს.

შედარებისთვის, 2022 წლის ცხრა თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 1 700 222-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, შეადგინა 1 644 592 (გასულ და შემოსულ მოქალაქეთა წლევანდელთან შედარებით მკვეთრად მცირე რაოდენობა იმ დროს ჯერ კიდევ არსებული კოვიდშეზღუდვებითაა განპირობებული), ხოლო საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას და საქართველოდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობებს შორის სხვაობამ კი 55 630.

ზემომოყვანილი რიცხვებიდან გამომდინარეობს, რომ 2023 წლის ცხრა თვეში უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წლის ცხრა თვის ოდენობაზე 17 994-ით ნაკლებია ანუ 32,3%-ით არის შემცირებული.