შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმება აბრაამის შეთანხმებას დაუკავშირა.
„შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ირანთან შეთანხმებას ვერ მიაღწიოს, თუ არაბული ქვეყნები აბრაამის შეთანხმებასთან შეერთებაზე უარს იტყვიან“, - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს ამერიკული მხარის მიერ წამოყენებულ პირობებზე დათანხმება დაიწყეს.
ტრამპმა ეს განცხადება თეთრ სახლში კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველაფერი ძალიან კარგად მიდის“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის <მოლაპარაკებების მაგიდასთან>. ისინი იწყებენ იმის მოცემას, რაც უნდა მოგვცენ“, - თქვა ტრამპმა.
„და თუ ასე მოიქცევიან, შესანიშნავია, და თუ არა, ჩემგან მარცხნივ მჯდომი კაცი <პენტაგონის შეფი პიტ ჰეგსეთი> მათ დაასრულებს“, - დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.
ამავდროულად, შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა ირანის გამდიდრებული ურანის ექსპორტს რუსეთში ან ჩინეთში.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის გამდიდრებული ურანის რუსეთში ან ჩინეთში გადაცემის იდეა მისთვის მიუღებელია.
„არა, ეს ჩემთვის მიუღებელია, მე ამას არ ვისურვებდი“, - თქვა მან.
გარდა ამისა, ტრამპი ომანს დაემუქრა.
„სრუტე ყველასთვის ღია იქნება და არავის მიერ არ გაკონტროლდება. ჩვენ ამას ზედამხედველობას გავუწევთ. ომანი ყველა დანარჩენის მსგავსად მოიქცევა, თორემ მისი აფეთქება მოგვიწევს. მათ ეს ესმით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.




