თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი. 

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გალავანს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანა ამობრუნდა.  

ადგილზე დაიღუპა ერთი მამაკაცი, დაშავებული მგზავრი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.