საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ II კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 746 734-მა საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი II კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 732 743.

2023 წლის II კვარტალში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 13 991-ით სჭარბობს.

სულ, 2023 წლის I ნახევარში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 1 370 017-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი I ნახევარში გადმოკვეთეს, შეადგინა 1 335 189.

2023 წლის I ნახევარში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 34 828-ით სჭარბობს.

შედარებისთვის, 2022 წლის I ნახევარში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 910 680-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, შეადგინა 866 445 (გასულ და შემოსულ მოქალაქეთა წლევანდელთან შედარებით მკვეთრად მცირე რაოდენობა იმ დროს ჯერ კიდევ არსებული კოვიდშეზღუდვებითაა განპირობებული), ხოლო საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას და საქართველოდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობებს შორის სხვაობამ კი 44 235.

ზემომოყვანილი რიცხვებიდან გამომდინარეობს, რომ 2023 წლის I ნახევარში უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წლის I ნახევრის ოდენობაზე 9 407-ით ნაკლებია ანუ 21,3%-ით არის შემცირებული.