საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი-ბავარის გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.


საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ20-
კმ24 მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე და დააზიანა საავტომობილო გზა, რის
გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.