საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,  სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.