ხულოელმა სპორტსმენმა, დიმიტრი ბოლქვაძემ, ბოლო 15 დღის განმავლობაში 2 პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა სხვადასხვა წონით კატეგორიაში და ორივე გამარჯვებით დაასრულა.

სპორტსმენს თავის კარიერაში სულ ჩატარებული აქვს 11 შეხვედრა და აქედან 9 ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. დიმიტრის მიზანია, უახლოეს პერიოდში ბრძოლა გამართოს მსოფლიო MMA-ის ყველაზე ძლიერ ორგანიზაცია - UFC-ში.ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს დიმიტრი ბოლქვაძეს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს უსურვებს მომავალში!