საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“, საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის გლაიხშალტუნგისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აღრმავებს ქვეყნის დაყოფას, გადატრიალებას გეგმავს და ცდილობს, ლიბერალური დემოკრატიის განადგურებას.
„საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“, საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის გლაიხშალტუნგისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მმართველი პარტია აღრმავებს საქართველოს დაყოფას, გადატრიალებას გეგმავს და ცდილობს ლიბერალური დემოკრატიის განადგურებას“, – წერს მიხაელ როთი.
The „election“ of Mikheil Kavelishvili as the new President of Georgia is another step towards the „Gleichschaltung“ of all constitutional institutions in Georgia. The ruling party deepens the division of 🇬🇪, plans a coup and wants to destroy the liberal democracy.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) December 14, 2024