ასეთი განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთნ საუბრის დროს გააკეთა.

სლოვაკეთის რესპუბლიკის  მთავრობის პრესსამსახურმა რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს აცნობა, რომ  პრემიერ მინისტრი რობერტ ფიკო  ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, - წერს ereport-ი.
  
საუბრის დროს ფიკომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაზის სატრანზიტო მარშრუტების შენარჩუნებას.

„ტრანზიტის დაცვა არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინის მეზობელი ქვეყნების ორმხრივი საკითხი, არამედ მთელი ევროკავშირის საქმე“, - თქვა ფიკომ და აღნიშნა, რომ უკრაინის გავლით სლოვაკეთში გაზის ტრანსპორტირების საკითხი ორშაბათს საღამოს უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან სატელეფონო საუბრის თემა იქნება.

პრემიერის თქმით, სლოვაკეთი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას ახალი წევრების მეშვეობით. ის ამტკიცებს, რომ სერბეთი განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან ის გადამწყვეტ როლს თამაშობს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ობიექტურად შეფასდეს საქართველოში არსებული ვითარება. საქართველოს საშინაო საქმეებში სანქციებით ჩარევის შესაძლებლობის გათვალისწინება ჩვენთვის წითელი ხაზია" - განაცხადა ფიკომ და დასძინა, რომ „მოლაპარაკებების დროს დააყენებს ორმაგი სტანდარტების საკითხს ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის შეფასებისას".