ასეთი განცხადება პარტია „იტალიელი ძმების" და ევროპარლამენტის „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფის ლიდერმა და იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა, ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოს" მიერ ევროპის 2024 წლის  ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელებულმა ჯორჯა მელონიმ რომში, „იტალიელი ძმების" ყოველწლიურ ახალგაზრდულ ფესტივალზე გამოსვლის დროს გააკეთა.  

მე დავთანხმდი, როცა მთხოვეს კონსერვატორების პრეზიდენტის პოსტზე ჩემი მანდატის ვადის გახანგრძლივება, მაგრამ ახლა, როცა არჩევნები ჩატარდა, მინდა განვაცხადო გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, რომ მე შევასრულე ჩემზე დაკისრებული მისია და ევროპელი კონსერვატორები იმსახურებენ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც სრულად იქნება დაკავებული ამ თანამდებობაზე საქმიანობით. ჩვენ დავიწყებთ კანდიდატურების განხილვას და „ვვარაუდობ, რომ მათ შორის იქნება მორავეცკი: მატეუშ, ეს აპლოდისმენტები არის დადასტურება, რომ ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ ბრძოლაში“ - განაცხადა ჯორჯა მელონიმ იტალიის მემარჯვენე პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების ფესტივალზე (Atreju), რომელიც 1998 წლიდან ყოველწლიურად იმართება.