ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს.

ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის მონაცემების თანახმად, გერმანიაში მკვეთრად გაიზარდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის 17 007 შემთხვევა აღრიცხა, რაც დაახლოებით 50%-იანი ზრდაა.

 სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღრიცხული შემთხვევებიდან ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექსუალების და არატრადიციული ორიენტაციის სხვა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული იყო მეათედზე მეტი - 1785 შემთხვევა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1188-ს შეადგენდა.

„ბოლო წლებში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ დანაშაულის ზრდა საგანგაშოა“, ჰომოსექსუალების მიმართ ძალადობა მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ჩვენ უნდა დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც განიცდის სიძულვილს, დისკრიმინაციას და ძალადობას მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტურობის გამო,” - ამბობს შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეიზერი.

გერმანული მედიის ცნობით, რომ გასულ წელს აღრიცხულ შემთხვევათა 18% ძალადობრივი ხასიათის იყო, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების რიცხვი 2010 წლიდან დღემდე თითქმის ათჯერ გაიზარდა. 

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ არარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა ბევრად მაღალია.