მედეა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ანსამბლ "მედეას" წარმოდგენილმა საკონკურსო ცეკვებმა "დავლური ქართული" და "მთიულური” ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ანსამბლის წევრები პირველი პრემიის მფლობელები გახდნენ.

ანსამბლის ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მედეა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის ქართული კულტურის ცენტრ "კავკასიონთან" არსებულმა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "მედეამ"

ხელოვნების მსოფლიო ფესტივალ - კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იტალიის ქალაქ Მონტეკატინი ტერმეში, ჯუზეპე ვერდის სახელობის თეატრში 5-9 დეკემბერს გაიმართა.

"მიუხედავად იმისა, ეომ ანსამბლის წევრები ემიგრანტები არიან, არ ვკარგავთ ქართულ იდენტობას და ტრადიციებს. ანსამბლი "მედეა" დღიდან დაარსებისა იყო და არის ქართული ხელოვნების დესპანი უცხო მიწაზე. ამჯერადაც ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ალბათ, ამაზე დიდი ბედნიერება არც არაფერია ამხელა მასშტაბის ფესტივალზე, რომ ავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნი და ავაფრიალეთ საქართველოს დროშა. ტრიუმფალურად წარვსდექით მაყურებლის და ჟიურის წინაშე. მადლობას ვუხდი ჩემს მოცეკვავეებს",-განაცხადა მედეა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა 600 - ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო. მათ შორის იყვნენ კონკურსანტები იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, სან მარინოდან, ალბანეთიდან, ხორვატიიდან და პერუდან.