კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ, მარნეულის იზოლატორი დატოვა.
"სალამი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა. ის მარნეულის იზოლატორში იმყოფებოდა.
ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი "დროას" ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.