ხაშურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

მობილიზებულია ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ ტექნიკა. ქალაქ ხაშურში და მუნიციპალიტეტის სოფლებში იწმინდება გზები, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენა.

თოვლმა, ყინვამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის გადამცემი სადენები. დაზიანებების აღმოფხვრა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.