უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების მნიშვნელობის საერთო გაგება აკავშირებს. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, ძალასა და კეთილდღეობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარების იმედი გვაქვს და უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.