უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ანდრეი სიბიგასგან მიიღო ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ.
„ჩვენ მივისწრაფვით ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე. მზად ვართ ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადასადგმელად“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ იქსში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა 15 მაისს მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
Together with Andrii Sybiha, we updated our European foreign policy tasks for May and June. At the team level, we are maintaining an active dialogue with Hungary’s new authorities, and there are prospects for a constructive reset of relations. The Minister of Foreign Affairs of… pic.twitter.com/4st35TFQJX
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 19, 2026









