პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მოლოდინი აქვს, რომ 8 ნოემბერს ქვეყანა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პოზიტიურ შეფასებას მიიღებს.
შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა თარიღის სიმბოლურ მნიშვნელობაზე, რადგან 8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, რომელიც სწორედ ევროპისკენ მიისწრაფოდა.
"ჩვენ,8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, ჩვენ აღვნიშნავთ "ილიაობას". მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეები, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და საიდანაც ჩვენ, მათ შორის თანამედროვე ევროპულობის გაგება გვაქვს, იმედი მაქვს, 8 ნოემბერს ეს შრომა დაფასდება და გვექნება შესაბამისი პოზიტიური შეფასება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.