გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიპლომატმა ირაკლი კოპლატაძემ თანამდებობა დატოვა. რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. 

ირაკლი კოპლატაძემ "ფეისბუკში" დაწერა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ,  უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

"ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში  დიპლომატიური მისია დაასრულა  2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ,  ექვს თვეზე მეტია  იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში, შესაბამისად  მისი  თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს." - ნათქვამის საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ირაკლი კოპლატაძე იყო  2013-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში.