დღეს მედია გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშიმ კერძოდ კი კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა. მოგვიანებით სასტუმრო "ყვარლის ტბა"-მ სოციალურ ქსელში ინცფორმაცია გაავრცელა, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.