ესპანეთის ლა ლიგაში მეხუთე ტურის ათიდან ცხრა შეხვედრა დასრულდა.
მორიგი მარცხი განიცადა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ". ამჯერად მან მადრიდში „ატლეტიკოსთან" წააგო და ხუთ თამაშში მოპოვებული ერთადერთი ქულით ბოლო, მეოცე ადგილზეა.
კვლავ დიდი ანგარიშით, ამჯერად გასვლაზე მოიგო შეხვედრა „ბარსელონამ". იგი ერთადერთია ლა ლიგაში, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს.
„ატლეტიკო" - „ვალენსია" 3:0(1:0)
„ჟირონა" - „ბარსელონა 1:4(0:2)
„მალიორკა" - „ვილიარეალი" 1:2(0:1)
„ბეტისი" - „ლეგანესი" 2:0(0:0)
„ესპანიოლი" - „ალავესი" 3:2(1:1)
„სევილია" - „ხეტაფე" 1:0(1:0)
„რეალ - სისიედადი" - „რეალი" 0:2(0:0)
„სელტა" - „ვალიადოლიდი" 3:1(2:0)
„ლას პალმასი" - „ატლეტიკი" 2:3(0:2)