თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ეხმიანება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას - ფაკულტეტზე პროფესორების გაწვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - ნათქვამია თსუ იურიდიული ფაკულტეტის განცხადება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ეხმიანება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას - ფაკულტეტზე პროფესორების გაწვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ფაკულტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, არც ერთი სალექციო ჯგუფი ან ნაკადი არ გაუქმებულა. იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტები სალექციო ნაკადებს ირჩევენ საკუთარი სურვილის შესაბამისად და ფაკულტეტი პატივს სცემს მათ არჩევანს. საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანცირებულია პოლიტიკისაგან.- ნათქვამია განცხადებაში.