16 სექტემბერს სტამბოლში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან, ევანგელურ ალიანსთან და კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოსთან თანამშრომლობით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს შეხვდნენ.
✅ შეხვედრაზე მხარეებმა ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში ტოლერანტობის განსამტკიცებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
📌 ვიზიტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.