საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალმა კომპანიებმა სატესტო რეჟიმში რამდენიმე ტელეარხი გათიშეს. ესენია "რუსთავი 2“, "კომედი არხი“, "მარაო“, "იმედი“, "მაესტრო" და "ჯიდიესი“. აღნიშნულ საკითხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"საკაბელოებმა რუსთავი, იმედი და კიდევ რამდენიმე ქართული არხი გათიშეს. ფულის გადახდა არ გვინდაო. როგორც ვიღებდით მუქთად დღემდე, ასევე გვაჩუქეთ თქვენი პროდუქციაო. 

ნაცვლად იმისა, რომ ერთი-ორი კრემლის პროპაგანდისტული არხი არ იყიდონ და ამ დაზოგილი ფულით ქართული არხების სიგნალი შეიძინონ, მუქთად უნდათ ეს ყველაფერი. 

თუ ქართული არხები არ იქნება, ვის რაში სჭირდება ეს საკაბელოები. გათიშვები და ზარალი მერე ნახეთ. მე ნამდვილად არ დავიტოვებ არცერთს. დღეს მრავალი ალტერნატივა არსებობს სასურველი არხების ყურების", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.