ყოფილი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
მივდივარ იმიტომ რომ:
მინდა ერთიანი საქართველო;
მინდა მშვიდობა;
მინდა სუვერენიტეტი;
მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში;
მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;
მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი;
მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა;
მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული.