თუ ახლა ოპოზიციამ უარი თქვა მანდატებზე, ჩვენ დავკარგავთ ოპოზიციური საპარლამენტო მუშაობის კულტურას, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.

„შესამუშავებელია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეეჩვიოს იმას, რომ დოკუმენტები ამოიღოს, ნახოს ხარვეზები, ამ ხარვეზებზე ტრიბუნიდან ილაპარაკოს, რადგან ჩვენ, მოქალაქეებს არ გვაქვს იმასთან წვდომის საშუალება, რაც აქვთ პარლამენტარებს. გამოიყენონ ეს საშუალება და საზოგადოებას მიაწოდონ ის, რაც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასაც სჭირდება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.