მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ვიყო ჩართული საქართველოს გადარჩენის პროცესში! - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ვიყო ჩართული საქართველოს გადარჩენის პროცესში!
ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში. მე ყოველდღიურად ვგრძნობ ჩვენი ადამიანების სითბოს, თანადგომას და ჩვენი ხალხის ღირსებას არჩევნების მოპარვით და გაყალბებით არ შევალახვინებთ“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.